2025 წლის 23-დან 27 ივნისის ჩათვლით, ქუთაისში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის №2 სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართება ლიანა ისაკაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საორკესტრო საკრავების პირველი საერთაშორისო კონკურსი.
კონკურსის სამხატვრო ხელმძღვანელია გამოჩენილი მუსიკოსის, ლიანა ისაკაძის მემკვიდრე და ძმისშვილი - გიორგი ისაკაძე.
კონკურსში მონაწილეობენ სიმებიან და ჩასაბერ საკრავებზე შემსრულებელი ახალგაზრდა მუსიკოსები საქართველოდან და უცხოეთიდან.
მონაწილეებს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსებით. ეს უზრუნველყოფს შეფასების მაღალი პროფესიული სტანდარტების დაცვასა და კონკურსის გამჭვირვალობას.
საერთაშორისო კონკურსის ჩატარების მიზანია, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ სიმებიან და ჩასაბერ საკრავებზე ნჭიერი ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა შესაძლებლობების წარმოჩენა, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული კონკურსანტების გამოვლენა და სტიმულირება.
კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორია ა(ა)იპ“არტ-ვირტუოზი”.გენერალური სპონსორი კი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაა.
