საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი 2025,, ხვალ დაიწყება და 2 ივლისს დასრულდება.
სპექტაკლებს ძირითადად ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი უმასპინძლებს, თუმცა სპექტაკლები თოჯინების და ნიღბების თეატრების შენობებშიც იქნება ნაჩვენები.
ფესტივალს ,,იმერული რექვიემით,, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი გახსნის.
იმერეთის მუნიციპალიტეტების თეატრალური დასების გარდა, ფესტივალში მონაწილეობენ დასები იტალიიდან,ლიეტუადან და აზერბაიჯანიდან.
ფესტივალის სტუმარია შოთა რუსთაველის ეროვნული თეატრი,წარმოდგენაზე დასწრება მოხდება ბილეთებით.სხვა სპექტაკლებზე დასწრება კი თავისუფალია.