ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კომპოზიტორმა ნუკრი კარკაძემ, რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრში კონცერტი "ქართული კინომუსიკა და ბავშვები" გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ: ბაღდათის N 1, როკითის, ქუთაისის N 1 და N 4 საჯარო სკოლების მოსწავლეები, ხონის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ვოკალური სტუდია "ოქროს ხმები". ასევე ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის აღსაზრდელები.
კონცერტი ცოცხალი შესრულებით წარიმართა როგორც ვოკალურად, ასევე ინსტრუმენტული თანხლებით.
კონცერტი ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა.