ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრსა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს (საშემსრულებლო ხელოვნების პროგრამა) შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, 2025 წლის 28 მაისს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება გალა-კონცერტი.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ქუთაისის ოპერის თეატრის ორკესტრი, სოლისტებად კი წარდგებიან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საშემსრულებლო ხელოვნების პროგრამის სტუდენტები და კურსდამთავრებულები - როგორც ვოკალური, ისე ინსტრუმენტული მიმართულებიდან.
პროექტის ავტორი და გალა-კონცერტის დირიჟორია რევაზ ჯავახიშვილი.
პროექტის მიზანია ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა მხარდაჭერა, მათთვის პროფესიულ სცენასთან დაახლოების პრაქტიკული შესაძლებლობის შექმნა და მუსიკალური სივრცის შიგნით სხვადასხვა თაობის შემოქმედებითი თანამშრომლობის გაღრმავება.