წელს ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს, მსოფლიო და ესპანური კინოსა და თეატრის ვარსკვლავი, გოიას ჯილდოს მფლობელი, მარისა პარედესი ეწვევა.
ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების გვერდი ავრცელებს.
,,8 ოქტომბერს, ქალ მსახიობებს ეძლევათ შანსი, რომ დაესწრონ მარისა პარედესის მასტერკლასს სრულიად უფასოდ.
ამასთანავე, 5 ოქტომბერს ქუთაისელ მაყურებელსა და სხვა კინომოყვარულებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ ვარსკვლავს,,-წერია ინფორმაციაში.
მსახიობი ცნობილია პედრო ალმოდოვარის ისეთ ფილმებში შესრულებული როლებით, როგორებიცაა: “ყველაფერი დედაჩემის შესახებ”, “მაღალი ქუსლები”, “ჩემი საიდუმლოს ყვავილი” და სხვა მრავალი.
წლევანდელ ფესტივალაზე ქვეყანა ფოკუსში ესპანეთია, 6 დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა რეჟისორის ესპანური ფილმების რეტროსპექტივა, ჩვენებებს დაესწრებიან ესპანელი მსახიობი ევა სივა და პროდიუსერი და რეჟისორი ხოსე მარია პრადო.