რევაზ ლაღიძის კულტურის სახლში კომპოზიტორების შემოქმედება ადგილობრივმა შემსრულებლებმა და ჯგუფმა "სოლომ" წარადგინეს.
საიუბილეო საღამოზე ორი მაესტროს მოღვაწეობა გაიხსენეს და მათ მიერ შექმნილ მსოფლიო დონის მუსიკაზე ისაუბრეს.
ღონისძიებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
დღესვე ბაღდათის მერმა კახა ენუქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ნოდარ გიორგიძემ, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად რევაზ ლაღიძის ბიუსტი ყვავილებით შეამკო. ბიუსტი კომპოზიტორის სახელობის კულტურის სახლის სკვერშია განთავსებული