12 ივლისს ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი 55-ე თეატრალურ სეზონს ქართველი კომპოზიტორის , ოთარ თაქთაქიშვილის ოპერით „მინდია“ დახურავს. წარმოდგენა კომპოზიტორის დაბადებიდან 100 წლისთავს ეძღვნება.
„მინდიას“ შესრულებაში თეატრის მთავარი დირიჟორის რევაზ ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობას მიიღებენ თეატრის სოლისტები - არმაზ დარაშვილი (მინდია), მარიკა მაჩიტიძე (მზია), ლევან ტაბატაძე (ჩალხია), გივი გიგინეიშვილი (ხევისბერი), ემილ ჩარგაზია (მაცნე), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი - ნათია გოგუაძე) და ორკესტრი.
ქუთაისის ოპერის თეატრში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, წარმოდგენა ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატული თეატრში გაიმართება. დასაწყისი 19:00 საათზე.