ბაღდათის მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრი, საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი - 2024“ -ის ფარგლებში დღეს მაყურებლის წინაშე წარდგა.
ფესტივალის ფარგლებში დასმა ლ. მესხიშვილის სახ. სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სცენაზე " ირინას ბედნიერება" მელიტონ ჯაფარიძის რეჟისორობით წარადგინა.
სპექტაკლის ჩვენებას, მაყურებელთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
საერთაშორისო ფესტივალი ხვალ საზეიმო ვითარებაში დაიხურება.