ბაღდათის მუნიციპალიტეტის რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის ცენტრში, კომპოზიტორის და პოეტის ნუკრი კარკაძის შემოქმედებითი საღამო "სიცოცხლე მარადიულია" გაიმართა.
სპეციალურად ამ საღამოსთვის კომპოზიტორმა 7 AVE MARIA შექმნა, რომელიც 7 თებერვალს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში დატრიალებულ ტრაგედიას მიუძღვნა.
კომპოზიტორმა, ამ იდეის ირგვლივ ხუთი მუნიციპალიტეტის ბაღდათის, ხონის, ლეჩხუმის, ზესტაფონის და ქუთაისის ბავშვთა ვოკალური გუნდები, საოპერო და საესტრადო სოლისტები გააერთიანა.
ნუკრი კარკაძის შემოქმედებით საღამო ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის,საგანმანათლებლო რესურს ცენტრის, ბაღდათის პირველი საჯარო, ასევე როკითის საჯარო სკოლის მხარდაჭერით გაიმართა.
ნუკრი კარკაძის 7 AVE MARIA , ქუთაისის კულტურულ – სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ქალთა სიმებიანი კვარტეტის თანხლებით საოპერო სოლისტებმა ფერიდე ჯინჯიხაძემ, ედუარდ გეგუჩაძემ, სოფიო ბერიშვილმა,საესტრადო მომღერალმა ელენე ფოჩხუამ შეასრულეს.