ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის მომღერალთა გუნდმა საერთაშორისო ფესტივალზე "Golden Voices of Montserrat", რომელიც ესპანეთის ქალაქ ლორე დე მარში გაიმართა, გრან პრი მოიპოვა.
მუსიკოსებს წარმატებას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს.
,,ვულოცავთ ჩვენს მუსიკოსებს კიდევ ერთ დიდ საერთაშორისო აღიარებას!,,-წერია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ტექსტში.