ავთანდილ გოგავა ბაღდათის მუნიციპალიტეტში 5 ათეულ წელზე მეტია აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა. წლების მანძილზე იყო ანსამბლ „სხივი“-ს და „საირმე“-ს, როგორც ხელმძღვანელი , ასევე შემსრულებელი. დღემდე აქტიურად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას, არის „ქართულ საკრავთა ორკესტრი“- ს ხელმძღვანელი. ფლობს სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტს.