ბაღდათის მუნიციპალიტეტმა ქალაქური სიმღერის საღამოს უმასპინძლა.
ვლადიმერ მაიაკოვსკის სახლ-მუზეუმის ეზოში ანსამბლ „ ჩვენი კვარტეტის“ მომღერლებმა, ცნობილი ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებიდან ქალაქური სიმღერები შეასრულეს.
კონცერტთან ერთდ სახლ-მუზეუმის ეზოში, ბაღდათში მცხოვრები მხატვრის ფიქრია კოხოძის ნამუშევრები იყო გამოფენილი.
მოეწყო ადგილობრივი მეღვინეების სხვადასხვა ჯიშებისგან წარმოებული ღვინის გამოფენა-დეგუსტაცია.
ღონისძიება სახელწოდებით „ამღერებული იმერეთი“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთ სამსახურის, და ა.(ა).ი. პ. ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა , რომელიც მიზნად ქართული მუსიკის პოპულარიზაციას, ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერას და შიდა ტურიზმის განვითარებას ისახავდა.