ააიპ ,,კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალებში ახალი სასწავლო წელი 2020 წლის 1 ოქტომბერს დაიწყება.სწავლის განახლებამდე ყველა იმ დაწესებულებაში , სადაც ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა, ლოკალურად მოწესრიგდება საკლასო ოთახები და სველი წერტილები. ოქტომბიდანვე სასწავლო პროცესი ონლაინ რეჟიმშიც განახლდება. მოსწავლეებს თეორიული საგნები დისტანციურად, ხოლო პრაქტიკული საკლასო ოთახებში ჩაუტარდებათ.
,,კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ მმართველმა ვაჟა ჯუღელმა საბჭოს სათათბირო სხდომაზე ფილიალების ხელმძღვანელებისგან დეტალურად მოისმინა ინფორმაცია, როგორ მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულება სასწავლო დაწესებულებებში.
როგორც ვაჟა ჟუღელმა განცხადა, საგანმანათლებლო ფილიალები სწავლის განახლებამდე საჭირო ინვენტარს მიიღებენ. მოსწავლეებს ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და შენობები აღიჭურვება დეზობარიერებით.
სხდომაზე ასევე ისაუბრეს, თუ როგორ უნდა დაიცვან მოსწავლეებმა საკლასო ოთახებში ერთ მეტრიანი დისტანცია.