საერთაშორისო ფესტივალის ,,თეატრალური იმერეთი 2022“ გრანპრის მფლობელი ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრი გახდა. „ქალაქი“ ამ სახელწოდებით ერთმოქმედებიანი პიესა, გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მიხედვით ახალგაზრდა რეჟისორმა, ქეთევან სამხარაძემ დადგა.
ნომინაცია - საუკეთესო სპექტაკლი - „ქალაქი“ , რეჟისორი ქეთევან სამხარაძე (ტყიბულის მუნიციპალური თეატრი);
ნომინაცია - საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი, მოქალაქეობრივი პოზიციის საუკეთესოდ წარმოჩენისათვის - "აფხაზური ჩანახატები", რეჟისორი პეტრე ჩარგეიშვილი (ხონის თეატრი);
ნომინაცია - საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი - ლაშა ლომჯარია, სპექტაკლისთვის „ანტიგონე“ (ვანის კარლო საკანდელიძის სახელობის სახალხო თეატრი);
ნომინაცია - საუკეთესო სცენოგრაფია - გიორგი მეტონიძე, „ნატვრის ხე“
(საჩხერის პაოლო იაშვილის სახელობის სახალხო თეატრი);
ნომინაცია - საუკეთესო მუსიკალური გაფორმება - მამუკა ცერცვაძე „ობლები“ (თერჯოლის სახალხო თეატრი);
ნომინაცია - საუკეთესო მსახიობი ქალი - ლორიტა ჯორჯიკია - "სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე" (სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის თეატრი);
ნომინაცია - საუკეთესო მსახიობი ქალი - ირინე ჩხეიძე - "მაცეკვე ტანგო", (ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახალხო თეატრი);
ნომინაცია - საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - დემურ საღარეიშვილი '" აფხაზური ჩანახატები", (ხონის სახალხო თეატრი);
ნომინაცია - საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - რადი შენგელია - "სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე", (სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის თეატრი);
საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობი - გუდუნა სახამბერიძე
(ბაღდათის სახალხო თეატრი);
საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი ქალი - თეონა ლომსიანიძე (ბაღდათის სახალხო თეატრი);
ნომინაცია - საუკეთესო ეპიზოდური ქალის როლი - ეთერ დევაძე, "სოფლის აშიკი", (ბაღდადის სახალხო თეატრი);
საუკეთესო ეპიზოდური მამაკაცის როლი - მიხო ჭელიშვილი „ნაცარქექია“ (წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის სახალხო თეატრი);
საუკეთესო ეპიზოდური მამაკაცის როლი - ნიკოლოზ მაჭავარიანი, მამის როლის შესრულებისთვის ნინო მირზიაშვილის „მაცეკვე ტანგო“, (ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახალხო თეატრი);
ნომინაცია - ფესტივალის აღმოჩენა - ნინო ჭახნაკია , "სასტუმრო ორი სამყაროს გასაყარზე", (სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის თეატრი);
წელს ფესტივალზე რეგიონის თეატრალური დასების მიერ განსხვავებული ჟანრისა და შინაარსის 17 სპექტაკი იყო წარდგენილი-ასევე, მაყურებელმა ყაზახეთის თეატრისა და თბილისის ახალგაზრდული თეატრის სპექტაკლები იხილა.
პროექტს უკვე მეცამეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდაჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.