თეატრალური ფესტივალი "თეატრალური იმერეთი 2022" წელსაც ტრადიციულად გაიმართება.ფესტივალი 16 ივნისს დაიწყება.გახსნის ცერემონიალს ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი უმასპინძლებს.პირველ წარმოდგენას ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრი გამართავს.ფესტივალი 1 ივლისს დაიხურება.მონაწილე დასებს ჟიური შეაფასებს.
სპექტაკლების ნაწილი მესხიშვილის თეატრის გარდა ქუთაისის ოპერის თეატრსა და იმერეთის მუნიციპალიტეტის ქალაქების თეატრებსა და კულტურის ცენტრებში გაიმართება. მესხიშვილის თეატრში განათება დაზიანდა , რაც პექტაკლების სხვა ლოკაციებზე ჩატარების მიზეზად იქცა. წარმოდგენებზე დასწრება უფასოა.
თეატრალური ფესტივალი საქართველოს კულტურის,სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს,საქართველოს თეატრალური საზოგადოებისა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება.