ის ქუთაისში დაიბადა 1940 წელს. სკოლაც აქვე დაასრულა.
კინოში შემთხვევით მოხვდა. რეჟისორ გურამ პატარაიას ფილმში ,,ხუტა უფროსის'' როლი ისე კარგად შეასრულა, მილიციისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება გაუჩნდა ხალხს. ,,ხუტა უფროსი'' მეგრული იუმორის შეუდარებელი შედევრია.
,,კუჩხი ბედნიერი'', ,, ნეილონის ნბაძვის ხე,'' ,,სამოთხის გვრიტები'' - ეს ის ფილმებია, სადაც მსახიობმა დასამახსოვრებელი სახეები შექმნა.
გოვენ ჭეიშვილი მსახიობობას პოეზიასაც უთავსებდა.წერდა ლექსებს და საოცრად კითხულობდა. ცნობილ მსახიობს ხვალ დაკრძალავენ.