ბესარიონ გაბაშვილის სახელობის პარკში მუშაობა განახლდა.
ეტაპობრივად მოხსნილი რეგულაციების ფონზე საბავშვო ატრაქციონების მუშაობა განახლდა.
დღეიდან პატარებს ქუთაისში გაბაშვილის სახელობის პარკში 8 ატრაქციონი მოემსახურება.
როგორც პარკის დირექტორი კახაბერ კუხიანიძე აცხადებს, მათ მუშაობა რეკომენდაციების სრული დაცვით დაიწყეს, ხვალიდან საბაგიროს მუშაობაც განახლდება, სადაც მხოლოდ სამი ადამიანის გადადგილება იქნება ნებადართული.