ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონიალს ქალაქის პირველი პირები და მოსახლეობა ესწრებოდა.
ნაძვის ხე მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ბავშვთა და შერეული გუნდების მიერ შესრულებული სიმღერის თანხლებით აინთო.
„ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! 2022 წლის მოლოდინი იმედით გვავსებს, რომ ყველა სირთულეს, რაც 2021 წელს იყო, დავძლევთ! პანდემიის გამო მონატრებული გვქონდა ასეთი სახალხო ზეიმი და სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, დღეს თქვენთან ერთად აგვენთო ნაძვის ხე.
2022 წელი ქუთაისისთვის იქნება განვითარების, წინსვლის, უამრავი ახალი პროექტის და ადამიანთა კეთილდღეობაზე ორიენტირებული წელი.
ჩვენ ყველა, ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის!
მშვიდობა და ჯანმრთელობა გვქონდეს, წარმატებული და ბედნიერი იყოს ახალი წელი თითოეული თქვენგანისთვის, ჩვენი ოჯახებისა და ჩვენი ქვეყნისთვის! „- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
გაიმართა სადღესასწაულო კონცერტი,რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი შემსრულებლები,ასევე მოწვეული მომღელები. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ბავშვთა და შერეული გუნდები, ასევე მომღერლები სალომე ბაკურაძე, ელენე ფოჩხუა, მაკა ზამბახიძე, რატი დურგლიშვილი და დათუნა მგელაძე.