ბაღდათის მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრი, საერთაშორისო ფესტივალ ,,თეატრალური იმერეთი“ -ს ფარგლებში მაყურებლის წინაშე პრემიერით წარსდგა. დასმა ავთანდილ სახამბერიძის რეჟისორობით, ოთარ ბაღათურიას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ მეფე ლირი თავშესაფარში“ წარმოადგინა. მსახიობებმა მოხუცთა თავშესაფრის მობინადრეების ტრაგიკული ისტორიები, მაყურებლამდე სევდანარევი იუმორით და მაღალმხატვრული სასცენო ოსტატობით მიიტანეს.
წელს ფესტივალი COVID-ის გავრცელების რისკის შესამცირებლად ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით ტარდება. ფესტივალის მონაწილეებს პროფესიული ჟიური შეაფასებს.
საერთაშორისო ფესტივალს “თეატრალური იმერეთი” მეთორმეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ღონისძიება ყოველწლიურად უფრო მასშტაბურია და იმერეთის თეატრების გარდა სხვა დასებიც მონაწილეობენ. ფესტივალი 17 ივნისს დაიწყო და 1 ივლისს დასრულდება.