UNESCO-ს სპეციალისტები გელათში არსებული ხარვეზების შესასწავლად იმყოფებიან, მათი ვინაობა უცნობია. მედიისა და ტურისტებისთვის სამონასტრო კომპლექსში შესვლა აკრძალულია. ადგილზე იმყოფება კულტურის მინისტრის მოადგილე კახა სიხარულიძე,როგორც მან განაცხადა, ექსპერტები არსებულ მდგომარეობას ეცნობიან, შეისწავლიან, რის შემდეგაც დაიწყება სამუშაოები.
გელათის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება „ევროპა ჩვენი სახლიას“ დამფუძნებელი . თორნიკე ბარათაშვილის თქმით , მეტი სანდოობისთვის ცნობილი უნდა გახდეს ექპერტების ვინაობა, რადგან „უცხოელი“ არ ნიშნავს ნდობის გარანტიას . გელათში სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადახურვის პროცესში არსებული პრობლემების გამო კი დროებითი გადახურვა გახდა საჭირო.