ქართველი კლასიკოსი მწერალი გურამ დოჩანაშვილი დღეს კლინიკაში გარდაიცვალა.გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს დაიბადა. პირველი მოთხრობები 1961 წელს დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“. მწერალი არის ლიტერატურული პრემია - "საბას" ლაურეატი ნომინაციაში - "ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.მისი შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.
