ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრი პატარა მაყურებელს დღეს პრემიერაზე ეპატიჟება.
ერთწლიანი პაუზის შემდეგ თეატრში ირმა მალაციძის მოთხრობის "ბიჭი,რომელმაც მუსიკა იპოვა"მიხედვით სპექტაკლი "მუსიკის ჰანგები"დაიდგა.რეჟისორი ეკატერინე სირაძეა,ხოლო მუსიკის ავტორი ნინო ყიფშიძე.
სპექტაკლი რეგულაციების დაცვით გაიმართება და მშობლებისთვის პირბადე სავალდებულოა.