ლუის კეროლის ”ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ - სპექტაკლის პრემიერა დღეს ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ თეატრში გაიმართება. რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის თქმით, სპექტაკლი ყველა თაობის მაყურებლისთვისაა განკუთვნილი. მიზანი კი კლასიკური ნაწარმოების კიდევ უფრო პოპულარიზაციაა.
covid19-ის პრევენციის მიზნით, სპექტაკლები ჯანდაცვის სმაინისტროს მიერ გაწერილი რეკომენდაციების დაცვით გაიმართება. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძე აპრილის თვეში 2 სპეკტაკლის პრემიერას აანონსებს.