1 აპრილიდან ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრი მუშაობას ოფიციალურად ანახლებს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძე აპრილის თვეში 2 სპეკტაკლის პრემიერას აანონსებს. ლუის კეროლის ”ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ და ნუგზარ ლორთქიფანიძის მონო დრამა „ თქვენო უდიდებულესობავ“, ეს ის ორი სპექტალია , რომელსაც თეატრს მონატრებული მაყურებელი ნახავს. მომდევნო სამი თვის მანძილზე მესხიშვილის თეატრი მაყურებელს სხვადასხვა ჟანრის ექვსი სპექტაკლის პრემიერას შესთავაზებს. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, კოვიდ 19ის პრევენციის მიზნით სპექტაკლები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაწერილი რეკომენდაციების დაცვით გაიმართება.
