ცნობილი ქართველი მომღერალი და მსახიობი თემურ წიკლაური გარდაიცვალა.
თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში დეკემბერში მოათავსეს. მდგომარეობის გართულების შემდგომ ის თითქმის ხუთი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თემურ წიკლაური 75 წლის იყო.
ის იყო საესტრადო მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ ,,ივერიას,, წევრი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი საქართველოს სახალხო არტისტი და თბილისის საპატიო მოქალაქე .
მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ „ივერია, სიყვარული და..., „უმცროსი და“ , „არგონავტები“
2014 წლის 23 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან თემურ წიკლაურის ვარსკვლავი გაიხსნა