პროექტის:"იძულებით გადაადგილებული ქალები და გოგონები-საჭიროებებზე ორიენტირებული ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავების აქტორები ქუთაისში," USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში შექმნილ,ქალთა და გოგონათა სამიზნე-სამუშაო 4 ჯგუფთან ჩატარდა 4 ტრენინგი თემაზე-"ქალთა ლიდერობა,კომუნიკაციის ფორმები,სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმები",რომელშიც მონაწილეობდნენ ქუთაისში,სხვადასხვა თემში მცხოვრები დევნილი ქალები და გოგონები.
ტრენინგი მიზნად ისახავდა ინფორმირების გზით ქალთა გაძლიერებას და გააქტიურებას.სატრენინგო პროგრამა მოიცავდა,როგორც ლექციურ,ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს.
რა უშლის ხელს სამოქალაქო ჩართულობას ადგილობრივ დონეზე,როგორ უნდა ამაღლდეს მოქალაქეთა მოტივაცია, რა უფლებები გააჩნიათ და რა მექანიზმების გამოყენებაა საჭირო პრობლემების მოსაგვარებლად - ამ საკითხების ირგვლივ მონაწილეებმა მიიღეს საინტერესო ინფორმაცია,რაც,როგორც თავად აღნიშნეს, მნიშვნელოვნად გაზრდის დევნილ ქალთა ჩართულობას ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირების პროცესში.ტრენინგის მონაწილეებმა ინტერაქციულ რეჟიმში,საერთო დისკუსიის ფორმატით,ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
ტრენინგზე ზე მოხდა სამიზნე ჯგუფებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და პრიორიტეტიზაცია.
მონაწილეთა შეფასებით, სატრენინგო თემები მათთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.აღინიშნა,რომ მიღებულ ინფორმაციას აუცილებლად გამოიყენებენ პრაქტიკაში, მეტად ჩაერთვებიან მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში,რაც მათივე განმარტებით ხელს შეუწყობს დევნილთა დასახლებაში მწვავე გამოწვევების დაძლევასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.