ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით 23 თებერვალს მაღალი დონის კონფერენცია გაიმართა ქუთაისში, ჰიბრიდულ რეჟიმში, თემაზე „თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაძლიერება: მუნიციპალიტეტსა და სახელმწიფო უწყებებს შორის პარტნიორობა ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მასთან ეფექტიანი ბრძოლისთვის“. კონფერენციას ესწრებოდნენ იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის 17 მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები, მათ შორის: მერები, მათი მოადგილეები, საკრებულოს წევრები, გენდერული მრჩევლები, გენდერული თანასწორობის საბჭოსა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რეფერირების მექანიზმის სხვა რელევანტური სუბიექტები, როგორც ეროვნულ, ასევე ადგილობრივ დონეზე.
ღონისძიებს მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრმა - ხატია წილოსანმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ - მზია გიორგობიანმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსმა სპეციალისტმა - მარიამ ხარებაშვილმა და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ - ირაკლი შენგელიამ.
ღონისძიების შესავალ ნაწილში გაიმართა ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ განხორციელებული მონიტორინგის ანგარიშების პრეზენტაცია:
„რისკების ინდიკატორების განსაზღვრის მნიშვნელობა - ოჯახში ძალადობის ადრეული გაფრთხილებისა ან მასზე დროული და ეფექტიანი რეაგირებისთვის“ - ეკატერინე გამახარია (ხელმისაწვდომია - https://fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/14415-2024-01-10-07-07-27 )
„მუნიციპალიტეტების მიერ ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ეფექტიანობის შეფასება“ - ნინო კორინთელი (ხელმისაწვდომია - https://fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/13796-2023-07-13-20-36-14 )
„მუნიციპალურ დონეზე უწყებათაშორისი კომისიების ინსტიტუციონალიზაციის მნიშვნელობა, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ უკეთესი თანამშრომლობის, კოორდინაციისა და რეაგირებისთვის“ - გურანდა გვანცელაძე
ხოლო ვებგვერდი „ძალადობის მსხვერპლთა დახმარება/მხარდაჭერის სერვისების ციფრული რესურცენტრი“ მონაწილეებს გააცნო და საიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა - ლინდა ჩიხლაძემ (ხელმისაწვდომია - https://sosfsokhumi.ge/ )
კონფერენციის ძირითადი ნაწილი ორ სადისკუსიო პანელად დაიყო. პირველი ნაწილი დაეთმო თემას - „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობა - მიღწევები და გამოწვევები“, რომელსაც ეკატერინე გამახარია უწევდა მოდერაციას, პანელურ მომხსენებლებს კი სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი - ირმა ალადაშვილი, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე - ეკატერინე მარხვაშვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე - მარინა ბერაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - ლია შაქარიშვილი, ფონდი „სოხუმის“ ექსპერტი - ხათუნა გოგუა წარმოადგენდნენ. მეორე საიდკუსიო ნაწილის - „მუნიციპალიტეტებსა და სამთავრობო უწყებებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაძლიერება ძალადობის პრევენციის და მასზე დროული და ეფექტიანი რეაგირების უზრუნველსაყოფად“ პანელისტებს წარმოადგენედნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - მარიამ ხარებაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - მზია გიორგობიანი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი - ანა ფაჩუაშვილი, სენაკის მუნიციაპლიტეტის მერის მოადგილე - ნანა ზარანდია, ჩოხატაურის მერის პირველი მოადგილე - მაია კუტუბიძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების კოორდინატორი - ლელა ფურცელაძე, რომელსაც ფონდი „სოხუმის“ ექსპერტი - ემა კამკია უწევდა მოდერაციას.
თითოეული სადისკუსიო ნაწილი იყო დაინტერესებულ მხარეებს შორის მსჯელობით დატვირთული, სადაც ყურადღება გამახვილდა დღესარსებულ სისტემურ გამოწვევბსა და მასთან გამკლავების ეფექტიან გზებზე.
”ჩვენ დღეს უკვე ვსაუბრობთ იმ პროგრამების შესწავლაზე, რომელიც უზრუნველყოფს გენდერული პოლიტიკის კიდევ უფრო გაძლიერებას. ვფიქრობთ, რომ გამოცდილება, რომელიც ამ სფეროში ადგილობრივ დონეზე დაგროვდა, საკმაოდ მაღალია, თუმცა ეს არ არის საკმარისი და ჩვენ გვჭირდება მეტი თანამშრომლობა, რაც ნამდვილად შეუძლია ქალთა ფონდ ,,სოხუმს” .
მე მახსოვს ამ ფონდის განსაკუთრებული ძალისხმევა და ინტერვენცია ქალთა პოლიტიკის გაძლიერებაში ადგილობრივ დონეზე”, - განაცხადა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ.