ხონის ქალთა სიანიციატივო ჯგუფის მიერ ადვოკატირებული პრობლემა, რომელიც ეხებოდა დასახლებაში ნაგვის ურნების დამატებას უკვე გადაჭრილია. თვის დასაწყისში მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში შეიძნა ურნები, რომლებიც უკვე განთავსებულია შესაბამის ლოკაციებზე.
ასევე აქტიურად გრძელდება საინფორმაციო შეხვედრების ციკლი, რათა მოსახლეობას მიეწოდოს ინფორმაცია თუ რამდენად მნიშვნელოვანია რომ ადგილობრივი თვითმართველობის ბიუჯეტში არსებობდეს პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს ბინათ მესაკუთეობის ამხანაგობებს ადგილობრივ თვითმართველობასთან ერთად თანამონაწილეობით განახორციელონ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. ეს საშუალებას მოგვცემს რომ აქტირუად დავარეგისტრიროთ პეტიცია და ცვლილებას გავუკეთოთ ინიცირება ადგილობრივ ბიუჯეტში.