წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფი აქტიურად ატარებს შეხვედრებს დევნილთა თემის წარმომადგენლებთან, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების ადვოკატირებისთვის. ამ ეტაპზე ჯგუფი ადვოკატირებს წყალტუბოს, აფხაზეთის ქუჩის დასახლებაში არსებული მომრავლებული მიუსაფარი ძაღლების პრობლემის საკითხზე. ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან, მიღებულ პასუხებზე დაყრდნობით მიმდინარეობს პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ხშირად ხდება დასახლების მიმდინარე ტერიტორიის გასუფთავება სარეველა ბალახებისგან, მიმდინარე კვირაში მოხდა, საკანალიზაციო ჭების გასუფთავება და მიმდებარე ტერიტორიის, კორპუსებისა და სარდაფების შეწამვლა.