18 მაისს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით,შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ქართველ მონაწილეებსა და ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებს შორის ქ. ზუგდიდში შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, ქალთა ფონდი „სოხუმის“ ხელმძღვანელმა ქალბატონმა ალლა გამახარიამ დააფიქსირა თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესებსა და ნდობის აღდგენის მშენებლობაში დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების როლის გაზრდის მნიშვნელობას. ასევე ქალთა ფონდი „სოხუმის“ აქტივისტმა ქალბატონებმა სხვა მონაწილე კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან ერთად დასვევს ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც მათ ყოველდღიურობაში მწვავედ დგას. დიდი აქცენტები გაკეთდა ორივე მხარეს კონფლიქტით დაყოფილი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების პრობლემებზე, ასევე გამყოფ ზოლში მოსახლეობისთვის ტვირთის გადაზიდვაზე დაწესებულ შეზღუდვებზე.
მონაწილეებს მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე საშუალება ქონდათ ამომწურავი პასუხები მეიღოთ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ქალბატონ თეა ახვლედიანის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსის -ზვიად ზვიადაძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძისგან.
შეხვედრა გაიმართა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.