აქტიურად გრძელდება ადვოკატირების პროცესი წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, ჯგუფმა დამატებით ჩაატარა ზეპირი გამოკითხვა ჩასახლებაში ამჟამად წარმოჩენილი პრობლემების პრიორიტულად განსასაზღვრად, ლიდერები ადვოკატირების პროცესის დინამიკას თვალს ადევნებებ და შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობენ.
შეხვედრაზე ჯგუფის წევრები გაეცნენ თებერვლის თვეში სამოქალაქო ფორუმზე წყალტუბოს ჯგუფის მიერ შემუშავებულ დოკუემნტებს, რომელშიც გაწერილია ის აქტივობები, რაც 1325 გეგმის იმპლემენტაციას შეუწყობს ხელს.
მათ აგრეთვე იხილეს პროეტის ფარგლებში მომზადებული ორი სიუჟეტი, რომელიც ასახავდა მუნიციპალიტეტების თანამშრომლობის ისტორიას და ქსელის მუშაობის შედეგებს აღნიშნული პროექტის ფარგლებში.