სენაკის ქალთა სამუშაო ჯგუფის წევრებთან ონლაინფორმატით შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებმა მოისმინეს ისტორიები ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკაზე, გაეცნენ სხვადასხვა მიმართულებით მიღწეულ შედეგებს და გაკვეთელებს.
შეხვედრის მონაწილეებმა შეაჯამეს 1325 რეზოლუციის იმპლემენტაციის მიმართულებით მიღწეული შედეგები. მოუსმინეს ვიდეოსიუჟეტს, რომელიც ქუთაისში გამართული სამოქალქო ფორუმის შეხვედრას აღწერდა. გაეცნენ ამ ფორუმზე, სამუშაო ჯგუფების მიერ შექმნილ იდეებს, რომელთა ინტეგრირება ადგილობრივ პროგრამებში უნდა მოხდეს.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ქალები, გოგონები, 1325 რეზოლუციის დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე იმპლემენტაციისთვის“ ფარგლებში .