სენაკში, ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აქტიურად აგრძელებენ იმ პრობლემების ადვოკატირებას, რომელიც იგპ თემებში იქნა შერჩეული. ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი უკვე არსებობს. მოგვარებულ პრობლემათა ჩამონათვალში ახალი საკითხებიც გაჩნდა, რომელიც საცხოვრებელი სახლების გადახურვას გულისხმობს. პრობლემის მოგვარებაში ადგილობრივი თვითმმართველობის როლიც იკვეთება.
ქალთა ჯგუფის წევრები მონიტორინგს უწევენ ადვოკატირებულ საკითხებს, ინფორმაციებს ერთმანეთს უზიარებენ და სამოქმედო გეგმის შესაბამისად მოქმედებენ.