„გავაანალიზე, რომ თანამშრომლობისა და მოქალაქეების ფართო ჩართულობის გზით შესაძლებელია ისეთი სამოქალაქო ინიციატივების განხორციელება და შედეგების მიღწევა, რაც ცალკეული ორგანიზაციებისა და ჯგუფებისათვის რთულად რეალიზებადია“...
„რისი გვჯერა? რა ცვლილებების მიღწევა გვინდა? როგორ მოვიქცეთ ამ ცვლილებების განსახორციელებლად?...მივხვდი, რომ თუ ამაზე პასუხი არ გვექნა ერთობლივად ვერ ვიმოქმედებთ“..
„გავიაზრე, რომ გუნდურ მუშაობას მეტის მოტანა შეუძლია. ბევრად უფრო მიმზიდველია, როცა ერთი მიზნის მისაღწევად სხვადასხვა ჯგუფები ერთდიანდებიან და ეს დიდი ძალაა“..
ეს შეფასები არის ტრენინგიდან რომელიც ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის დაგეგმილი ტრენინგის ციკლის ფარგლებში 13-14 მაისს ჩატარდა მორიგი ტრენინგი, თემაზე: „კოალიცია და ქსელები“.
მონაწილეებმა გაეცნენ ინფორმაციას სამოქალაქო აქტივისტების გაერთანების ფორმებს, იმ უპირატესობებს რაც ამ საშუალებით შეიძლება იქნება მიღწეული. როგორ შეიძლება გუნდური მუშაობის დაგეგმვა და რესურსების სწორად გადანაწილება.
ინფორმაცია რეალურ მაგალითებზე და პრაქტიკულ სავარჯიშოებზე დაყრდნობით იქნა მიწოდებული. ინტერაქტიული მუშაობის რეჟიმი კი მონაწილეებს უშუალო გარემოს უქმნიდა იმისთვის, რომ მეტად კარგად გარკვეულიყვნენ საკითხში.