7-8 მაისს ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისთვის ონლაინ ტრენინგი ჩატარდა თემაზე: „ადგილობრივი თვითმმართველობა და სამოქალაქო ჩართულობის ფორმები“;
მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაციები ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურაზე, გაეცნენ მის უფლებამოსილებას და პასუხისმგებლობებს. გაეცნენ სამოქალაქო ჩართულობის ფორმებს.
სატრენინგო პროგრამა მოიცავდა პრაქტიკულ სავარჯიშოებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სამუშაო ჯგუფებში ემუშავათ საკითხებზე: რა უშლის ხელს სამოქალაქო ჩართულობას ადგილობრივ დონეზე. როგორ უნდა ამაღლდეს მოქალაქეთა მოტივაცია, რათა უფრო მეტად იყვნენ ისინი ჩართულნი სამოქალაქო სადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებაში. ინტერაქტიული მუშაობის რეჟიმში, საერთო დისკუსიის ფონზე მონაწილეები საკუტარ გამოცდილებას უზიარებდნენ ერთმანეთს.
მონაწილეთა შეფასებით სატრენინგო თემები მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო:
„ძალიან საინტერესო ინფორმაციები მივიღეთ. გავეცანით იმ ფორმებს რომელიც მოქალაქეთა ჩართულობისთვის არსებობს, აუცილებელია მსგავს ინფორმაციებს ბევრი ადამიანი ფლობდეს. “
“ ამ ინფორმაციებს აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში. პასუხისმგებლობა ვიგრძენი, უფრო მეტად ჩავერთო ჩემს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებში.“