საერთაშორისო საგაერო ტრანსპორტის ასოციაციის -International Air Transport Association-ის (IATA) ექსპერტებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მასტერ პლანზე მუშაობა დაასრულეს .
20-წლიანი სამოქმედო გეგმა მოიცავს:
აეროპორტის ტერმინალის, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, ბაქნის, სამიმოსვლო ბილიკებისა და აეროპორტის სხვა ინფრასტრუქტურის ახლანდელ მდგომარეობას
მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი მგზავრთნაკადისა და საჰაერო ხომალდების მოძრაობის პროგნოზებს;
აეროპორტის ტერმინალისა და აეროდრომის, მათ შორის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, სამიმოსვლო ბილიკების, ბაქნის განვითარების სცენარების შემუშავებას და შეფასების საფუძველზე საუკეთესო ალტერნატიული ვარიანტის შერჩევას
VIP ტერმინალის, სატვირთო ტერმინალების, ტექნიკური მომსახურების საწარმოს განვითარების ლოკაციებს
აეროპორტის გარე ტერიტორიის განვითარების შესაძლებლობებს
IATA Consulting-ის გენერალური გეგმის მიხედვით, პროგნოზის მიხედვით, 20 წლის ჭრილში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის წლიური ზრდა 5.1 მილიონს მიაღწევს
მასტერპლანის პირველ ფაზაში, 2024 წლის ბოლომდე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3.5 კილომეტრის სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, შესაბამისი სამიმოსვლო ბილიკებისა და ბაქნის მშენებლობა დაიწყება