ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციის მეორე კურსის სტუდენტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ .
,,გვინდა გამოვეხმაუროთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და საჯაროდ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. სრულად ვიზიარებთ საერთო სულისკვეთებას და მზად ვართ , ვიდგეთ იმ სტუდენტების გვერდით , რომლებიც აცნობიერებენ სწორ , მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას.
ერთხმად და მკაფიოდ ვეწინააღმდეგებით იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უგულებელყოფს საქართველოს კონსტიტუციას და გვაშორებს ღირსეულ მომავალს.
არა რუსულ კანონს ! “-წერია განცხადებაში.