ქუთაისში პრესის სახლის ყოფილი შენობა აუქციონზე 3.14 მლნ ლარად გასხვისდა.
ჩუბინიძე რამდენიმე კომპანიის მეწილეა, მათ შორის „ლიონ დეველოპერის“. მის მფლობელობაში გადადის ქუთაისში, რუსთაველის გამზირი N37ა-ში მდებარე 2845.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 და N2 შენობა- ნაგებობები.
საინვესტიციო შეთავაზებაში შენობის პროფილად სასტუმროა მითითებული, თუმცა ახალ მფლობელს ქონების შეძენის პარალელურად რაიმე სახის ვალდებულება არ დაკისრებია