სტრატეგია ,,აღმაშენებლის,, ლიდერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე დღეს ქუთაისში ერთ-ერთ სასტუმროში მივიდა და ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით ,ყველაზე რთული სიტუაცია ტურისტულ სფეროშია. ვაშაძე ამბობს ,რომ ქვეყნის მიერ აღებული 5 მილიონიანი საგარეო ვალიდან ტურისტული სექტორამდე თეთრიც არ მისულა.ის კორუფციულ სქემაზეც საუბრობს.მისი თქმით, ტურისტული სექტორის ქონება ბანკებს მიაქვთ.მიზეზი კი ის არის, რომ სასტუმროების მფლობელები სესხებს ვერ იხდიან.
,,არანაირი შეღავათი არა ქვთ სასტუმროების მეპატრონეებს . 45 მილიონი თავისი მეგობრების კომპანიებს გადაურიცხა ,,ქართულმა ოცნებამ,, საზღვრები დაკეტილია, ტურისტები არ შემოდიან, შემოსავალი ნულოვანია, 200 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა და ყველა ეს ქონება გადადის ბანკების საკუთრებაში. 220 მილიონის ქონება უკვე გადაიფორმეს ბანკებმა პირველ 6 თვეში. ეს კატასტროფაა, რომელსაც არ პასუხობს ,,ქართული ოცნება,, და ერთადერთ რამეზე ფიქრობს, რამდენ ფულს გააკეთებს და როგორ დაეხმარება მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ნათესავებს,, -აცხადებს ვაშაძე.