ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის გეგმიური რეაბილიტაცია დაიწყო. რეაბილიტაციის პერიოდში, 2 კვირის განმავლობაში, 10-14 ოქტომბრის პერიოდში ფრენები თბილისის აეროპორტიდან შესრულდება.
პროექტს კომპანია ,,ბლექ სი გრუპი ,, ახორციელებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი 8 მლნ ლარია, რომელსაც ქუთაისის აეროპორტის ოპერატორი კომპანია - საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საკუთარი შემოსავლებიდან ფარავს.