ქუთაისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, ადგილობრივ მეწარმეებს გარკვეული შეღავათები დაუწესდათ. მსგავსი პროგრამა უკვე განხორციელდა თბილისში, ხოლო კოდექსში შესული ცვლილებების შემდეგ პროგრამა ქუთაისშიც ამოქმედდება. ადგილობრივი თვითმმართველობა პროგრამას მომავალი კვირიდან დაიწყება.
როგორც ქუთაისის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსი მირზა მამასახლისი საინფორმაციო სააგენტო ,,აქტორთან,,ამბობს,საიჯარო ქირის გადასახადისგან ის მეწარმეები გათავისუფლდებიან, რომლებიც პანდემიდან გამომდინარე, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების შესაბამისად , საქმიანობას ვერ ახორციელებდნენ. ეს სხვადასხვა სუბიექტისთვის სხვადასხვა პერიოდი შეიძლება იყოს. მეწარმემ ქუთაისის მერიას უნდა მიმართოს და დააკონკრეტოს, თუ რა ვადით ქონდა შეზღუდული საქმიანობა, შემდეგ ამ ინფორმაციას თვითმმართველობა გადაამოწმებს და ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების მოიჯარეებს საიჯარო ქირის გადახდისაგან გაათავისუფლებს.პროგრამის მიზანი პანდემიის პერიოდში, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი მეწარმე- სუბიექტებისათვის დაწესებული შეზღუდვების გამო დამდგარი ეკონომიკური შედეგების შემსუბუქებაა.