2024 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის, ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი კიდევ ერთი მსოფლიო ჯილდოს - The Best in Heritage – Project of Influence (მემკვიდრეობაში საუკეთესო – გავლენის პროექტი) მფლობელი გახდა.
ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს ჯილდო საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ დღეს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს გადასცა.
The Best in Heritage – Project of Influence - კენეტ ჰადსონისა და ჟორჟ-ანრი რივიერას ხსოვნას ეძღვნება და ყოველწლიურად გადაეცემა უკვე წარმატებულ, ჯილდოს მფლობელ მუზეუმს.
European Heritage Association (ევროპის მემკვიდრეობის ასოციაცია), Europa Nostra-თან პარტნიორობით, Creative Europe-ის მხარდაჭერითა და მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) პატრონაჟით ყოველწლიურად ავლენს სამუზეუმო, კულტურული მემკვიდრეობისა და კონსერვაციის სფეროში ყველაზე ინოვაციურ, შთამაგონებელ და უკვე წარმატებულ პროექტებს შორის საუკეთესოს.
ვანის მუზეუმმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, როგორც გამორჩეულმა ცენტრმა, რომელსაც საზოგადოების საკეთილდღეოდ დადებითი ცვლილებების განხორციელების განსაკუთრებული პოტენციალი აქვს.
დღეს მუზეუმების საერთაშორისო დღეა. ქუთაისის მუზეუმებში შესვლა უფასოა.
10:00 საათიდან 19:00 საათამდე უფასოა ვიზიტი ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში.
ღონისძიებების ვრცელ განრიგს აქვეყნებს (ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება,, .
ზურაბ ჯავახაძის სახელობის სპორტის მუზეუმი
10.00 -19.00 საათი - ღია კარის დღე.
სპორტის მუზეუმის ბეჭდური გამოცემების გამოფენა.
ლექცია-საუბრები: „სპორტის მუზეუმის შექმნის ისტორია და მისი როლი საზოგადოების განვითარებაში“
საბრძოლო დიდების ეროვნული მუზეუმი
10.00-19.00 საათი - ღია კარის დღე მუზეუმში
12.00- საათი - თემატური ლექცია: „საბრძოლო დიდების ეროვნული მუზეუმის ისტორია და მისი როლი საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საქმეში“
შემოქმედებითი სახლი - “ჯარისკაცის მამა”
10.00-19.00 საათი - ღია კარის დღე მუზეუმში
ლექცია-საუბრები: 1. რეჟისორ რეზო ჩხეიძის ცხოვრება და შემოქმედება. 2. მწერალ დია ჩიანელის ცხოვრება და შემოქმედება.
დავით მხეიძის ფოტო-კინო მატეანეს მუზეუმი
10.00-19.00 საათი - ღია კარის დღე მუზეუმში
საუბარი ფოტოგრაფიაზე და ფოტოგადაღების მასტერკლასები.
დოკუმეტური ფილმის „ქუთაისი მე-20 საუკუნის 80_იან წლებში“ ჩვენება.
დავით კაკაბაძის სახელობი სახვითი ხელოვნების გალერეა
20 მაისი,17:00 საათი - „ჩემი ქუთაისი“ - გამოფენის გახსნა.ეძღვნება დავით კაკაბაძის სახელობის პრემიის ლაურეატის მხატვარ ვიტალი კაპანაძის 80 წლის იუბილეს.
არსენ ფოჩხუას მემორიალური სახლი.
10.00-19.00 საათი - ღია კარის დღე
ლექცია-საუბრები თემაზე: „თვითმყოფადი ხელოვნება,, მიძღვნილი მხატვარ, ბზაზე კვეთის დიდოსტატ, მუსიკოს არსენ ფოჩხუას ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი.
ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი.
18-25 მაისი,10.00-18.00 საათი - ღია კარის დღეები/კვირეული.
18 მაისი,10 საათი - 2025 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღის ოფიციალური გაახლებული პოსტერის განთავსება/წარდგინება
15 საათი - სახლ-მუზეუმის პროექტში ძეგლის მეგობარი“ - ჩართულ პირთა დაჯილდოება.
სსიპ ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ანსამბლ „სამთას“ კონცერტი.
20 მაისი ,19.00 საათი - საგანმანათლებლო პროექტი „ზაქარია ფალიაშვილი ელექტრონული მუსიკის პალიტრაში .
25 მაისი ,16.00 საათი - ახალგაზრდა მუსიკოსების კონცერტი.
კვირეულის ფარგლებში განხორციელდება საგანმანათლებლო პროექტი - „ზაქარია ფალიაშვილის სამყარო“ - საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის.
19 მაისი,12.00 საათი - მუზეუმების წარმატებულ თანამშრომელთა დაჯილდოების ცერემონიალი ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში.