მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლე გიორგი არაბიძე თბილისის ვ. ა. მოცარტის სახელობის მე-8 საერთაშორისო კონკურსის I პრემიის ლაურეატი გახდა. (პედაგოგი : ლედა კანკავა)
გიორგი არაბიძემ კონკურსზე მოცარტის სონატა k.570, შოპენის სკერცო, თხზულება 20 დაუკრა.
კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ავსტრიის, გერმანიის, ყაზახეთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
უკვე 173 წელია 14 იანვარს ქართული თეატრის დღე აღინიშნება. ქართული თეატრს 1850 წლის 14 იანვარს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც თბილისში პირველი სპექტაკლ- გიორგი ერისთავის „გაყრა“ დაიდგა. ეს იყო პირველი და იმ დროისთვის ერთადერთი პროფესიული თეატრი საქართველოში. წარმოდგენა თბილისის გიმნაზიის სააქტო დარბაზში გაიმართა, თავად გიორგი ერისთავის მონაწილეობითა და რეჟისორობით.
რაც შეეხება ქუთაისს, აქ პირველი წარმოდგენა 1861 წლის 3 მარტს გაიმართა-დაიდგა ,,გაყრა,,
1880 წელს ქუთაისში დაფუძნდა პროფესიული დასი, რომელსაც 1885 წელს სათავეში ჩაუდგა ცნობილი მსახიობი და რეჟისორი კოტე მესხი.
1940 წელს ქუთაისის თეატრს ლადო მესხიშვილის სახელი მიენიჭა. 1955 წელს ოფიციალურად გაიხსნა ქუთაისის დრამატული თეატრის ახალი შენობა, უნიკალური არქიტექტურული ნაგებობა, რომელსაც 2009 წელს ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
1969 წლის 27 დეკემბერს ქუთაისში გაიხსნა ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი,რომელიც უკვე 54 წლისაა.
77 წლიანი ისტორია აქვს ქუთაისში იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრს,რომელიც 1946 წელს დაარსდა. პირველი სპექტაკლი აკაკი ბელიაშვილის ,, თეთრი ფინია’’ 1946 წლის 31 დეკემბერს გაიმართა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ფასადზე, თანამედროვე ქათრველი პოეტის, გ. ტაბიძისა და ლ.ასათიანის პრემიების ლაურეატის ,ზაალ ებანოიძის ლექსი განთავსდა.
DMO იმერეთის ორგანიზებით, ხვალ,4 იანვარს,ღია ცის ქვეშ,ცენტრალურ მოედანზე ქუთაისის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი გაიმართება.
" 6 იანვარს 8 საათზე დაგეგმილი იყო ქუთაისის ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი ღია ცის ქვეშ ცენტრალურ მოედანზე.
თუმცა, გამოცხადებული უამინდობის გამო, იმისათვის რომ შევინარჩუნოთ სადღესასწაულო და ამაღლებული განწყობა, გადაწყდა კონცერტის თარიღის გადმოტანა 4 იანვარს 6 სააათზე... დანიშნულების ადგილი იგივეა ცენტრალური მოედანი."-წერია DMO IMERETI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, ქვემო…
ორშაბათი მაისი 04
In საზოგადოებადღეს, ‘’ქუთაისქალაქობის’’ დღესასწაულის ფარგლებში, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობის ჩატარება. ღონისძიებების შეუფერხებლად…
შაბათი მაისი 02
In საზოგადოებაორმაისობა, ანუ ქუთაისქალაქობა ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტის,მეუფე იოანეს მიერ ქუთაისის დალოცვით დაიწყება. ტრადიციულად, 2 მაისს,სამი ოთარის…
შაბათი მაისი 02
In საზოგადოებაუახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20,…
პარასკევი მაისი 01
In სხვა სიახლეებიდღეიდან, საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული რიგი საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდა. უფრო კონკრეტულად, გაიზარდა სანქციები მათ შორის…
პარასკევი მაისი 01
In საზოგადოება