ბოლო 24 საათში ქუთაისში კორონავირუსი ჯამში 28 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 7 შემთხვევა დღევანდელი დღის მონაცემებში შედის. 28 დადასტურებულიდან 21 32-ე საჯარო სკოლის პედაგოგია, რომლებსაც კოვიდ 19-ი გუშინ დაუდგინდა.მათი წყარო სკოლის საქმეთა მმართველია, რომელიც ე.წ. ქორწილის კლასტერს მიეკუთნება. ზოგიერთის დასნებოვნების წყარო უცნობია.პაციენტები სხვადასხვა კლინიკებში გადაანაწილეს, ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო ადგილების არ ქონის გამო ახალ პაციენტებს დროებით ვეღარ იღებს.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.