BBS ,,სამ მუშკეტერზე’’
BBS ,,სამ მუშკეტერზე’’
კორონავირუსის ახალი შემოტევა მსოფლიოში
კორონავირუსთან დაკავშირებული სიახლეები აქტუალურობას არ კარგავს. უფრო და უფრო დიდი ყურადღება ეთმობა ვაქცინის შექმნას, თუმცა მანამდე პანდემიასთან ბრძოლის ,,დექსამეტაზონისეული’’ მეთოდი გახდა მსჯელობის საგანი.
როგორც ცნობილია, ,,დექსამეტაზონი’’ კოვიდით დაავადებულ მსუბუქ პაციენტებზე გავლენას არ ახდენს, სამაგიეროდ მძიმე ფორმის პნევმონიით დაავადებულ პაციენტებში- ვისაც ჟანგბადის მიწოდება სჭირდება, ან ხელოვნურ ვენტილაციაზეა- კარგი შედეგები აჩვენა. ამ იაფმა პრეპარატმა შეამცირა სიკვდილიანობა 40-დან 28 პროცენტამდე.
პრეპარატით მკურნალობა ათი დღე გრძელდება. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ,,დექსამეტაზონის’’ ეფექტიანობის დამტკიცების შემთხვევაში ეს სიახლე სასარგებლო იქნება ღარიბი ქვეყნებისთვის.
ავტორი ანი გურამიშვილი
პირველად დასავლეთ საქართველოში ონკოლოგიური პაციენტებისთვის კლინიკაში "საროველის" პაციენტთა სკოლა დაფუძნდა
ვრცლად იხ. სიუჟეტი.
სამტრედიაში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III აკურთხებს.
ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლების 30 წლისთავთან დაკავშირებით, 3 ნოემბერს, სამტრედიაში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III აკურთხებს.
10:00 საათზე ტაძარში საღვთო ლიტურგია აღევლინება. ლიტურგიის დასრულების შემდეგ წმინდა ფილიმონ ქორიძის სახელობის სალოტბარო სკოლის გახსნის ღონისძიება გაიმართება.
სამტრედიის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ხონში ჩავა.
14:00 საათზე, ქალაქის ცენტრში, (თავისუფლების მოედანზე) პატრიარქის დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართება.
დახვედრის შემდეგ მოეწყობა საზეიმო მსვლელობა საეპისკოპოსო რეზიდენციის მიმართულებით.
მოწამეთობა,იგივე ორწიფობა სახალხო-რელიგიური დღესასწაულია, რომელიც იმერეთში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოწამეთაში ყოველწლიურად15 ოქტომბერს აღინიშნება.
მოწამეთას მონასტერში ამ დღეს სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ტარდება.
გადმოცემის მიხედვით, მოწამეთა სწორედ იმ ადგილზეა აშენებული, სადაც დავითი და კონსტანტინე აწამეს მურმან ყრუს შემოსევის დროს,მერვე საუკუნეში .მართლმადიდებელმა ეკლესიამ არგვეთის მთავარები წმინდანებად შერაცხა.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებული საკითხები ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და…
ორშაბათი ნოემბერი 09
In საზოგადოებაეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის ოქტომბერში სამართალდარღვევის 56 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 53 ხე-ტყის უკანონო…
ორშაბათი ნოემბერი 09
In საზოგადოებასაგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,…
ორშაბათი ნოემბერი 09
In საზოგადოებასაქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს. ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ50…
ორშაბათი ნოემბერი 09
In საზოგადოებათოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია…
კვირა ნოემბერი 08
In საზოგადოება