მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.
ტაძრებში წყალკურთხევის წესი სრულდება. მორწმუნეებს ნაკურთხი წყლის სახლში წაღება შეუძლიათ.
საეკლესიო სწავლებით, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით – ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.
რელიგიური ლიტერატურის თანახმად, ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა.
წმიდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მიერ იესო ქრისტეს ნათლისღება მდინარე იორდანეში მოხდა. ამ დროს მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ზეციდან კი ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ".
25 დეკემბერს ქრისტეშობას კათოლიკე ეკლესია და პროტესტანტული ეკლესიების უმრავლესობა ზეიმობს.ტაძრებში საზეიმო ლიტურგია ტარდება.
შესწორებული (ახალი) კალენდარული სტილით 25 დეკემბერს ქრისტეს შობას აღნიშნავს თერთმეტი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია.
1. კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო (ათონის მთის კონსერვატორულ-რეტროგრადული მონასტრების გამოკლებით),
2. ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის ბერძნული საპატრიარქო,
3. ანტიოქიის საპატრიარქო (სირია, ლიბანი),
4. რუმინეთის საპატრიარქო,
5. ბულგარეთის საპატრიარქო,
6. საბერძნეთის ავტოკეფალური ეკლესია,
7. კვიპროსის ავტოკეფალური ეკლესია,
8. ალბანეთის ავტოკეფალური ეკლესია,
9. ჩეხეთის და სლოვაკეთის ავტოკეფალური ეკლესია,
10. უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია,
11. ამერიკის ავტოკეფალური ეკლესია.
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია კი სხვა ხუთ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად (იერუსალიმის, რუსეთის, სერბეთის, პოლონეთის,ჩრდილო მაკედონიის; ასევე კონსტანტინეპოლის ეკლესიის ათონის მთა) ძველი კალენდარული სტილით 25 დეკემბერს (ახალი სტილით 7 იანვარი) შეუერთდება ქრისტეს შობის დღესასწაულის საყოველთაო სიხარულს