იმერეთში არსებულ კოვიდვითარებას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელი აფასებს.გოჩა გიორგიძის თქმით , ვითარება მეტნაკლებად სტაბილურია, თუმცა საყურადღებო, მისივე განმარტებით, არსებობს ე.წ კლასტერები , რაც სარიტუალო სუფრებთან არის დაკავშირებული.გოჩა გიორგიძე საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. ბოლო 24 საათში კორონავირუსი იმერეთში 72 ადამიანს დაუდასტურდა.