კლინიკა,,ბომონდში,, პაციენტი გარდაიცვალა.84 წლის მამაკაცი კლინიკაში 10 დღის განმავლობაში მკურნალობდა. მას ორმხრივი მწვავე პნევმონია აღენიშნებოდა და ფილტვის ქსოვილის 80 პროცენტი დაზიანებული ჰქონდა. მედიკოსების მცდელობის მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ბოლო 24 საათში კლინიკაში 30 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებულებს შორის არიან ორსულები, ხანდაზმულები და ბავშვები. კოვიდცენტრს დღეს 11 ორსული დატოვებს, რომლებმაც კორონავირუსი დაამარცხეს. პაციენტები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მკვიდრები არიან. კლინიკაში შემოსვლის მომენტში ორსულებს ორმხრივი პნევმონია, ფილტვის 50 პროცენტზე მეტი დაზიანება, სუნთქვის უკმარისობა, მაღალი ტემპერატურა და ხველა აღენიშნებოდათ.
გასული 24 საათის განმავლობაში იმერეთში ვირუსის 673 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
თბილისში გამოვლენილია 1 729 შემთხვევა, აჭარაში-339, იმერეთში-673, ქვემო ქართლში-419, შიდა ქართლში-354, გურიაში-126, სამეგრელო-ზემო სვანეთში-388, კახეთში-384, მცხეთა-მთიანეთში-109, სამცხე-ჯავახეთში-111, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-41.
ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 893 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 141 392-მდე.
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 36 ადამიანი გარდაიცვალა.
6 829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,იმერეთში-1 332. მძიმე პაციენტია 1 123 პირი, აქედან იმერეთში-257. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 425 პირი, მათგან იმერეთში-48.
3 759 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 409-იმერეთში. 16 067 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 186 ადამიანი, იმერეთში-27.
თვითიზოლაციაში იმყოფება 51 709 ადამიანი, მათ შორის იმერეთში-5 572.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 16 646 ტესტი, აქედან 11 400 ანტიგენი და 5 246 PCR.