კლინიკა ,,ბომონდში,, კოვიდ პაციენტების მომართვიანობის დინამიკა კლებადია. ამჟამად, კლინიკაში 22 პაციენტი გადის სტაციონარულ მკურნალობას. მათ შორის 2 ფეხმძიმეა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც კლინიკური დირექტორი მამია ყიფიანი აცხადებს, ამ ეტაპზე კრიტიკულად მძიმე პაციენტი არ ყავთ. მისივე თქმით, კლინიკაში საწოლ ფონდის პრობლემა არ არის, რაც ახალი შემთხვევის კლებისგანაა გამოწეული.
რაც შეეხება ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს, კოვიდ 19-ის დიაგნოზით 92 ადამიანი გადის მკურნალობას. მათგან 8 რეანიმაციაშია. მათი მდგომარეობა ფასდება მძიმედ. დაინფიცრებულებს შორის 10 არასრულწლოვანია. კლინიკის კლინიკური დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, კლინიკაში კოვიდ პაციენტებისთვის ჯამში 105 ადგილია გათვლილი. მათგან თავისუფალი კი მხოლოდ 13-ია. მისვე თქმით, კოვიდ 19ის შემთხვევბის კლების მიუხედავად, მათ კლინიკაში მომართვიანობა ზრდადია.