Covid19-ით გარდაცვლილი პაციენტებიდან ორი იმერეთში მკურნალობდა
Covid19-ით გარდაცვლილი პაციენტებიდან ორი იმერეთში მკურნალობდა
. ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 პაციენტი შეიყვანეს, 9 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, კლინიკაში 64 კოვიდდადებითი პაციენტი მკურნალობს.
" 24 საათის განმავლობაში მივიღეთ 3 და გამოვაჯანმთელეთ 9 პაციენტი. კლინიკის ბოქსირებულ პალატებში მკურნალობას 64 კოვიდდადებითი პაციენტი განაგრძობს,მათგან კრიტიკულად მძიმეა 2 პაციენტი",-განაცხადა მაღლაფერიძემ.
ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსი, ჯამში 148 პაციენტმა დაამარცხა.
კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევიდან 117 იმერეთში დადასტურდა. აჭარაში 207, თბილისში - 168 , გურიაში -8, მცხეთა-მთიანეთში და კახეთში 5-5 შემთხვევა , სამეგრელო და ზემო სვანეთში - 24, ქვემო ქართლში - 7, შიდა ქართლში - 25.
კრიტიკულად მძიმეა 50 პაციენტი, მათგან 7 აფახაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 329 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათ რაოდენობა 6867-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 102-მდე გაიზარდა.
ქუთაისში, “კლინიკა ბომონდი”-ს კოვიდცენტრში ვირუსი 20-მა პაციენტმა დაამარცხა. გამოჯანმრთელებულებმა კლინიკა უკვე დატოვეს. მათ შორის არიან ბავშვები და ორსულები.
ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.ვირუსი სხვადასხვა კლასში ოთხ მშობელს და ასევე ერთ პედაგოგს დაუდასტურდა. შესაბამისად სასწავლო დაწესებულება 12 დღიან ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. სკოლის დირექტორის, სალომე სარალიძის ინფორმაციით, მასწავლებლის ინფიცირების წყარო სავარაუდოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტია. სკოლის დირექტორის თქმით, სკოლაში უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იყო.
საჩხერის სამედიცინო ცენტრში 62 წლის მამაკაცი Covid19-ით გარდაიცვალა.
ქუთაისელმა სამოქალაქო აქტივისტმა გოჩა უგულავამ შიმშილობა დაიწყო. ის აფხაზეთიდან დევნილ,71 წლის აზა ჩილაჩავას სოლიდარობას უცხადებს…
ორშაბათი ნოემბერი 03
In საზოგადოებადღეს ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში ლევან მოსიაშვილის პერსონალურ გამოფენა გაიხსნა. გამოფენა 13…
ორშაბათი ნოემბერი 03
In კულტურა7 ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 4 ნოემბერს კოლხეთის დაბლობზე და…
ორშაბათი ნოემბერი 03
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს…
ორშაბათი ნოემბერი 03
In საზოგადოებაშინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს…
ორშაბათი ნოემბერი 03
In საზოგადოება